ლუგარის ლაბორატორიიდან განმეორებითი ტესტის პასუხს ბათუმში ამ დრომდე ელოდებიან

15 მარტი 2020, 15:00 2707 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 5 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ოთხი  დღეს დილით შეიყვანეს . მათგან ორი  კარანტინში იმყოფებოდა და რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა უფიქსირდებათ. ორი მოქალაქე თვითდინებით  შევიდა, კვლევაც ჩაიტარეს და პასუხები დაახლოებით ერთ საათში უნდა გახდეს ცნობილი.იმ შემთხვევაში თუ  შედეგი საეჭვო იქნება თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

დღის ბოლოს გახდება ცნობილი იმ ადამიანის ანალიზის პასუხი, რომლის კვლევაც ბათუმში გუშინ ჩატარდა და ანალიზის პასუხი საეჭვო იყო. კვლევის პასუხები თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ცნობისთვის ეს ადამიანი ორი დღის წინ საფრანგეთიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა და ის პირდაპირ კარანტინში, კარანტინიდან კი საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით მას არ ქონია შეხება სხვა ადამიანებთან.იმ ორ მოქალაქეს  რომლებსაც გუშინ ჩაუტარდათ  ანალიზი და ვირუსი არ დაუდასტურდათ  საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. აჭარაში  150-მდე ადამიანი საკარანტინე ზონაში იმყოფება,  80-მდე კი  თვითიზოლაციაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი