ხანძარი ქობულეთში. ცეცხლი თბილისი - ბათუმის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალთან, ოჩხამურის მონაკვეთთან გავრცელდა. იწვის ეკალ-ბარდი, თხილის პლანტაცია. ასევე ხანძარია ფიჭვნარში. ცეცხლი სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის დროული ლოკალიზებისთვის დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლი დაახლოებით, 5 ჰექტარზეა მოდებული. ცეცხლი უკიდია ასევე საყანე მიწის ნაკვეთებსაც. მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია