20-მდე პოლიტიკურმა პარტიმ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთიანი მემორანდუმი გააფორმა

13 მარტი 2020, 15:18 1263 ნახვა

20-მდე პოლიტიკურმა პარტიმ  სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთიანი მემორანდუმი გააფორმა, სიმბოლურად ხელი მოეწერა დოკუმენტს უზენაესი სასამართლოს წინ.პროცესი  ეტაპობრივად 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება.  

შეთანხმება ხუთ რეფორმას ითვალისწინებს: კერძოდ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე, 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი