ბათუმში​ თვითიზოლაციის დარღვევის გამო, პოლიციამ მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაიყვანა 

12 მარტი 2020, 21:53 7292 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ქუთაისსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს. მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები ავტომობილებით გადაადგილდებიან. 

''თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს პოლიცია ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში