ანსამბლები გასტროლებს და რეპეტიციებს დროებით წყვეტენ

12 მარტი 2020, 15:36 1655 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა საგასტროლო მოგზაურობა გააუქმა. ასევე არსიანის შემოქმედებითი დასი რეპეტიციებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 
''ვაცნობიერებთ, რა ახალი კორონა ვირუსის მსოფლიო მაშტაბით პანდემიად გამოცხადებას, პრევენციის მიზნით; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,, არსიანი" გააუქმა საგასტროლო მოგზაურობა ბელორუსიის რესპუბლიკაში. ასევე წყვეტს შემოქმედებითი დასის რეპეტიციებს ,მიმდინარე წლის 01 აპრილამდე. ხოლო ანსამბლთან არსებულ სკოლა-სტუდიის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ჯგუფებს უგრძელებს არდადეგებს მიმდინარე წლის 01 აპრილამდე'' - წერია განცხადებაში. 

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები კორონავირუსის გამო უკრაინაში საგასტროლო ტურნეს წყვეტენ. როგორც ანსამბლი ფეისბუქზე წერს, პირველი თებერვლიდან ისინი ტურნეში არიან და უკვე 37 კონცერტი ჩაატარეს.

"გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდიუსერები ყველა ღონეს ხმარობენ რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში", — ნათქვამია განცხადებაში.

ანსამბლში აცხადებენ, რომ დასის არც ერთ წევრს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი