ნინო ქადაგიძე ელემენტარულ კითხვებსაც კი ვერ პასუხობდა - ევროპული საქართველო

11 მარტი 2020, 18:27 1212 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით და ზოგადი განათლებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ სტატუსს არ შეესაბამება - ასე ფიქრობს „ევროპული საქართველო“.

ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნინო ქადაგიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის პროცესში მხარი არ დაუჭიროს. მისივე თქმით, მან კომპეტენტურად ელემენტარულ კითხვებსაც ვერ უპასუხა, ისეთ თემებზე, რომლებიც ეხებოდა - აბსოლუტურ უფლებებს, ლიბერალურ დემოკრატიას, სეკულარიზმის პრინციპს და სხვა კითხვებს.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ნინო ქადაგიძეს აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი