ინფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია 

11 მარტი 2020, 12:05 1737 ნახვა

12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქია. ის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ბავშვის ოჯახის წევრებს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ერთი პაციენტი არის სტაბილურად მძიმედ. მისივე თქმით, ოთხ მოქალაქეს პნევმონია აქვს. თუმცა მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დარაჩენების კი მსუბუქი. 

საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი