აეროპორტში სიცხის დამწევი არ დაგვილევია - პაციენტი #4-ის ბოდიში საზოგადოებას

11 მარტი 2020, 11:08 2352 ნახვა

„გეფას“ დირექტორის სახელით, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვრცელდება წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის. მიმართვის ტექსტს ორგანიზაციის თანამშრომლები ავრცელებენ.

#4 პაციენტი აქტივობებს უკავშირდება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისგან გადაედო ვირუსი ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს. 

„მოგესალმებით მეგობრებო,

მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მოკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული). ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშველოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტუბისთვე ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და 1 მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

პასპორტ კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დისტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.

მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა მივედით სახლში სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

3-მარტს გავიგე რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.

4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.

ყოვედღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.

დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავათ არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“, – აღნიშნულია მიმართვაში'' - წერია განცხადებაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი