საქართველოს აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა

10 მარტი 2020, 17:10 1247 ნახვა

საქართველოს აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა. ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.  თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერების დამონტაჟება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

როგორც   საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.  იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.


 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში