ქრთამის აღების ბრალდებით პროკურორი დააკავეს

09 მარტი 2020, 14:39 2484 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 000 ლარი მოსთხოვა.

''დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ.  საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს'' - წერია განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პროკურორს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი