კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

09 მარტი 2020, 10:23 3810 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული მოქალაქეების კვლევის შედეგები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ გვიან ღამით მიიღო. პაციენტებს იტალიასთან მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 კარანტინის 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51 პაციენტი.

რაც შეეხება მსოფლიოს, CNN-ის ინფორმაციით, ამერიკაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, ინფიცირებულების რაოდენობა 550-მდე გაიზარდა. 

გამოცემის ცნობით, ვირუსი ქვეყნის 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია გავრცელებული. აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, პრევენციის მიზნით, შესაძლოა, ქვეყანაში მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება აეკრძალოთ. იტალიაში კი დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, 233-დან 366-მდე.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი