8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს, ფილარმონიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი “ქალთა მოძრაობაა”. აქციის მონაწილეები ფილარმონიის წინ კიბეებთან შეიკრიბნენ, სადაც პერფორმანსი გამართეს. აცხადებენ რომ “წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს.
ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს,” მათი შეფასებით, ხელისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალების გასაძლიერებლად, მათ შორის, როგორც ეკონომიკურად, ისე – პოლიტიკურად.