''ქალები, თანასწორუფლებიანობის ჭრილში უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან'' - ნინო ლომჯარია

08 მარტი 2020, 12:18 1323 ნახვა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქალები, თანასწორუფლებიანობის ჭრილში უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელთა შორის ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა.

სახალხო დამცველი მოვუწოდებს საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში