რესტავრირებული წარსული

07 მარტი 2020, 20:25 3536 ნახვა

ბათუმში საკათედრო ტაძრის ფრესკების რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის ინტერიერი უკვე ოთხი თვეა ხარაჩოებშია ჩასმული და რესტავრატორები, ნახევრად წაშლილი კედლის მხატვრობის აღდგენაზე მუშაობენ. ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს.

სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია. გარდა ფრესკების რესტავრაციისა, სააგენტო გეგმავს ტენდერი ეკლესიის სრული რესტავრაციის დოკუმენტაციის შეძენაზეც გამოაცხადოს,  რაც გულისხმობს დაზიანებული ბათქაშის, სახურავის, ვიტრაჟების, ფრესკების, ყველა დაზიანების აღწერასა და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას. 

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი