მასტერ-კლასი ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებისთვის. განათებისა და გახმოვანების სპეციალისტებს უკრაინელი კოლეგები მათ გამოცდილებას გაუზიარებენ, გააცნობენ ასევე სასცენო განათებისა და ხმის ეფექტის შექმნის თანამედროვე მეთოდებს.
მასტერ-კლასი მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებს უკრაინულ ორგანიზაცია „ სატელევიზიო სკოლა პრაიმ მედია“ -სთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უტარდებათ და იგი ერთი თვე გაგრძელდება.