ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

05 მარტი 2020, 12:24 1445 ნახვა

ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე,ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტიელბით  თანამდებობის დაკავების უფლებაც აეკრძალა  2 წლით. ადეიშვილს ამნისტიის შესახებ კანონი შეეხო , რის გამოც საბოლოოო ჯამში პატირმობა ამ ვადით განესაზღვრა. 

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს,  წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი