პოლიციელი არასამუშაო დროს დაჭრეს - დაკავებულია ორი პირი

02 მარტი 2020, 15:24 3114 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ხოლო მეორეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციელს, რომელიც აღნიშნულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა ცეცხლსასროლი იარაღიდან  რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. დ.ნ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ქუთაისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი