"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ლადო კახაძის განცხადებით, შეხვედრაზე უმრავლესობის წევრები, საარჩევნო სისტემის თაობაზე იმსჯელებენ. მისი განმარტებით, შეხვედრაზე განიხილავენ ბოლოს შეთავაზებულ მოდელს, რაც მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების განაწილებას – 40/110-ზე პროპორციით გულისხმობს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ კორონავირუსთან და ქვეყანაში არსებულ ყველა სხვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
“ყველა მიმდინარე საკითხზე და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ იქნება საუბარი როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ, მედიკო-ბიოლოგიურ ველზე იქნება საუბარი და ყველა გამოწვევაზე, რომელიც არის, რადგან ჩვენ ვართ ახალი წლის პირველი შეხვედრის მონაწილეები. ახალი წლების შემდეგ რა ვითარებაა, როგორ დალაგდა სიტუაცია, სად არის გამოწვევები, ამაზე იქნება საუბარი. გავიგებთ ინფორმაციას, აზრებს და შემდეგ საერთო შეჯერებული აზრით გამოვალთ და გეტყვით რაზეც ვილაპარაკეთ. რასაკვირველია, იქნება საარჩევნო სისტემაზეც საუბარი, კორონავირუსზეც და ასევე, საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე”,- განაცხადა კახაძემ.