კორონა ვირუსთან დაკავშირებით, რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში, 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მისცა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია, და თუ ეს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას მოითხოვს, უნივერსიტეტებმა საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.
სწავლა 16 მარტამდე შეჩერდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.