საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აირჩიეს. ქარტიის 9 წევრიანი საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორის მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მას მხარი 6 წევრმა დაუჭირა.
მარიამ გოგოსაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა.
ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.