ბათუმის დრამატული თეატრი ალან ბარტის საერთაშორისო ფესტივალზე

20 სექტემბერი 2016, 00:00 4205 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი ალან ბარტის  საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.  სპექტაკლს `მსუქანი ბიჭი ნატურმორტში” ბათუმური დასი რუმინელ მაყურებელს 23 სექტემბერს წარუდგენს. სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის  ახალ სცენაზე რუმინელმა  დრამატურგმა იონ საპრადუმ დადგა და საფესტივალო განრიგშიც მისივე ინიციატივით მოხვდა.  ალან ბარტის საერთაშორისო ფესტივალზე, ბათუმის დრამატული თეატრის გარდა 20-ზე მეტი თეატრი იქნება  წარმოდგენილი.  

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი