რატომ არ უნდა გვქონდეს პანიკა კორონა ვირუსთან დაკავშირებით - არგუმენტები და სტატისტიკა

27 თებერვალი 2020, 12:38 35794 ნახვა

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელმაც ირანში იმოგზაურა. ვირუს ებრძვიან მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, ამ ეტაპზე ინფიცირებულია 81 000 მეტი ადამიანი.

კორონავირუსის მთავარი სიმპტომები დაახლოებით ისეთივეა, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსის. ეს არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ა.შ. სპეციალისტების განმარტებით, საყურადღებო გართულება ატიპიური ვირუსული პლევმონიაა, რის გამოც ადამიანები იღუპებიან. სწორედ ამ დროს საჭიროა რეანიმაციული ჩარევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამის რესურსი არის და სამედიცინო პერსონალიც მომზადებულია.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის მსოფლიოში მესამე ეპიდაფეთქება, რომელიც გამოწვეული კორონა ვირუსული ინფექციით. ვირუსი ცხოველიდან და ფრინველიდან ადამიანზე გადადიოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ცირკულირებს ახალი ტიპის კორონა ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის - KODIV 19.

მეორე ეპიდაფეთქება მსოფლიოში 2003 წელს იყო, რომელმაც დაახლოებით 8000 ადამიანის დაზიანება გამოიწვია, დაიღუპა ინფიცირებულთა 10%-ი. კიდევ ერთი ეპიდაფეთქება 2012 წელს დაფიქსირდა. ეს იყო, ე.წ შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო, მაშინ მოიცვა 2500 ადამიანი, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი 35% იყო.

მესამე ​ეპიდაფეთქება - კორონა ვირუსია, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში ჰუვეის პროვინციაში, ქალაქ უხანში დაიწყო. ვირუსი შედარებით ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი. 

გარდაცვალების მაჩვენებელი ჩინეთში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია 2,3%, ჩინეთს გარეთ კი უფრო ნაკლები. კორონა ვირუსის შემთხვევები იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც ვირუსი ახლადაფიქსირებულია. მათ შორის ყველაზე დაზიანებული სამხრეთ კორეა 1500 შემთხვევაზე მეტია, შემდეგ მოდის იტალია, ირანი და სინგაპური. ევროპაში შედარებით ერთეულია შემთხვევებია, თუ არ ავიღებთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს და არა მთელს იტალიას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადეს, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და შეიძლება ყველა ქვეყანაში შეაღწიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასეთ დროს ყველა ქვეყანა ეროვნულ სამოქმედო გეგმავს ქმნის, რომელიც საქართველოსაც აქვს. პირველი დადგენილება 28 იანვრის დამტკიცდა, გუშინ კი განახლებული გეგმა შეიმუშავეს. '

'ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან საკმაოდ კარგი პრევენციული ზომები გატარდა ჩინეთთან მიმართებაში, რამაც ჩვენ დაგვიცვა იმისგან, რომ ინფექცია არ შემოსულა. ჩინეთიდან ჩამოსული ყველა ის პირი, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ, ზედმიწევნით კარგად გადიოდნენ კარანტინს, იყვნენ თვითიზოლაციაში. მაგრამ როდესაც ირანში გაჩნდა შემთხვევები, ჩვენ უკვე ვპროგნოზირებდით საფრთხეს. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ველოდით. შესაძლებელი იყოს კიდევ შემთხვევები. პრევენცია უნდა გავაკეთოთ ახალი შემთხვევების შემოტანის. ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ ამ ადამიანებს გავუწიოთ დახმარება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტების განმარტებით, დაავდების 81% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშე, სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. შემთხვევების 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% კრიტიკული მდგომარეობაა, რომლებიც საჭიროებენ რეანიმაციულ დახმარებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. საკარანტინო სივრცეების რეზერვები შექმნილია, ასევე მზად არიან პროფილური საავადმყოფოები. ამ ეტაპზე 4 ინფექციური საავადმყოფოა, რომელიც კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტებს მოემსახურებიან, არის ბოქსირებული განყოფილებები. საჭიროების შემთხვევაში მზად არის რამდენიმე მრავალპროფილური კლინიკაც. საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და ვალდებულება აქვს, რომ ვირუსის დაფიქსირებიდან ერთი საათში, ორგანიზაციას აცნობონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი