შავი და კასპიის ზღვების საერთაშორისო კონფერენცია წელს ბათუმში მე-3-ედ გაიხსნა. მასში რუსეთის, უკრაინის, კაზახეთის, თურქეთისა და საქართველოს გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები დღეს საზღვაო გადაზიდვების პრობლემებსა და შემდგომ განვითარებაზე საუბრობენ, თუ რამდენად შესაძლებელია ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა ტვირთების გადაზიდვის გაზრდის ფონზე.