სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია

23 თებერვალი 2020, 15:58 1828 ნახვა

სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება,-აცხადებენ სუს-ში. ცნობისთვის, 17 წლის მოზარდის დაკავების შესახებ დილით გახდა ცნობილი.

ალეკო შიუკაშვილი, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის ტყეში შეშას აგროვებდა. მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი