„ლელო საქართველოსთვის“ ოპოზიციასთან კოორდინირებულ მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი ეყოლებათ თუ არა საერთო მაჟორიტარები, პარტიაში ამბობენ, რომ უნდა გადაწყდეს რა ფორმატში ჩატარდება 2020-ის არჩევნები.
პოლიტიკურ გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის შეთავაზებას პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე პერსპექტივა არ აქვს. მმართველი გუნდი კი ოპოზიციასთან მორიგი დიალოგისთვის ემზადება და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დიალოგს ოპოზიცია ემიჯნება.შემდეგი მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი 100/50ის შეთავაზებაა.