რუსეთის კიბერშეტევაზე დაიწყება თუ არა გამოძიება, ამას ვერ გეტყვით - შსს მინისტრი 

21 თებერვალი 2020, 14:03 1857 ნახვა

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ ოქტომბერში საქართველოს  სახელწიფო სტრუქტურების საიტები რუსეთის გენშტაბის მიერ იყო დაჰაკული. 

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტზე მიტანილი დარტყმა.  რუსეთმა კი ფაქტი უარყო და თქვა, რომ ”კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს".

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში იმყოფება, განაცხადა რომ არ იცის დაიწყება თუ არა ფაქტზე გამოძიება. 

"ოქტომბერში მოხდა კიბერშეტევა, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმუშავეთ და გუშინ განცხადება უკვე გაკეთდა, არც დაგვიმალავს ამის შესახებ. დეტალებში ვეღარ შევალ, ჩვენ თქვით ღიად ეს ფაქტი, რომ ეს კიბერშეტევა რუსეთიდან მოდიოდა. დაიწყება თუ არა გამოძიება და დავა, პასუხს ამ ეტაპზე ვერ გასცემს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კიბერშეტევა ვეღარ განხორციელდეს და ვიყოთ დაცულები," - თქვა მინისტრმა.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ ამერიკის თავდაცვის უწყებაშიც ეხმაურებიან. პენტაგონის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი გლისონი "ამერიკის ხმასთან" კომენტარში საქართველოს მხარდაჭერის პირობას დებს და რუსეთს საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი