აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ოპონენტს შეურაცხყოფა მიაყენა

21 თებერვალი 2020, 11:22 2897 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პოლიტიკურ ოპონენტს სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სტატუსი მიუძღვნა. "ქართული ოცნების" წევრმა და ამავე პარტიის კოორდინატორმა აჭარაში, გიორგი მანველიძემ პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილის ოჯახზე  სოციალურ ქსელში დაწერა:  

"შალვა ნათელაშვილო, შენს ოჯახს შ..ა  შენმა გადაგდებულმა ამომრჩეველმა!!!" - დაწერა დეპუტატმა. მოგვიანებით პოსტი მისი გვერდიდან წაიშალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა დეპუტატს, მან ჩვენთან საუბარისას განაცხადა, რომ სტატუსი მალევე წაშალა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს იყო შეცდომა. გვითხრა, რომ ამისთვის ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მის ფბ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, გასული წლის დეკემბერში სპეციალური ეთიკის ნორმები შეიმუშავა, რომელიც დეპუტატებს "კოდექსის" დარღვევის შემთხვევაში სანქციებსაც აკისრებს. 

კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ეთიკის ნორმების ერთ-ერთ პუნქტში დეპუტატებს უწერიათ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;

როგორც ცნობილია, კანონი ძალაში შევიდა, თუმცა უმაღლეს საბჭოში ჯერ ეთიკის საბჭო არ შექმნილა. შესაძლოა ეს პირველი შემთხვევა იყოს, რომელის განხილვასაც ჯერ არ შექმნილი საბჭო დებულების ამოქმედების შემდეგ დაიწყებს და დაადგენს, დაარღვია თუ არა დეპუტატმა "ეთიკის კოდექსი".  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი