რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: პატივი ეცით აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობას

20 თებერვალი 2020, 14:12 2298 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებს 17 თებერვალს გამოეხმაურა ტვიტერზე და გააზიარა ფოტო აჭარის მაუწყებლის სლოგანით – #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის.  

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. 6 თებერვალს ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აჭარის მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში