მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია იყო სხდომის გარეთ. ორი აქცია მიმდინარეობდა შენობასთან, მოქალაქეების ნაწილი მივიდა პრეტენზიებით, რომ გაშუქდეს არა მხოლოდ პრობლემები, არამედ პოზიტიური ამბები.
მაგალითად მთავრობის თავმდჯომარისადმი მადლობა, მათ კონკრეტული მაგალითიც დაგვისახელეს, კერძოდ, ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები ამბობენ, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ. იყო მაუწყებლის მხარდამჭერი აქციაც, მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები ჟურნალისტებსა და ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებენ.