ტელევიზიას რიჟვაძეზე მადლობის გადასახდელად დავურეკეთ და არ გააშუქეს - აქციის მონაწილეები ''ოცნების ქალაქიდან''

19 თებერვალი 2020, 11:09 4440 ნახვა

თითების თეატრთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება, შენობაში კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა. ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ. 

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლების გარდა თითების თეატრთან იმყოფებიან პირები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არ უნდა იყოს მიკერძოებული. მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს. 

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნების'' გაკეთებული საქმეები ტელევიზიით არ შუქდება. 

თეატრთან იმყოფებიან ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაცია - "ალტერნატივას" წევრები. ისინი ჟურნალისტებსა და ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებენ. "ჩვენ მოვედით თავისუფალი ჟურნალისტების დასაცავად. ივანიშვილს ყველა ტელევიზიის ჯიბეში ჩასმა სურს. არ დავუშვებთ ამას. გვჭირდება თავისუფალი ტელევიზია'' - ამბობს ხათუნა ბერიძე. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი