კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

17 თებერვალი 2020, 13:22 4101 ნახვა

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ქართველი კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი 1937 წლის 11 მაისს დაიბადა.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. შენგელაიამ ქართული კინო გაამდიდრა ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია” (1987).  „სიყვარული ვენახში“,(2000) „მიდიოდა მატარებელი“(2005)

გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“ (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი