12 თვეში ქურდობის 20090 ფაქტი მოხდა - შსს სტატისტიკა

17 თებერვალი 2020, 11:59 1563 ნახვა

გასულ წელს საქართველოში ქურდობის 20090 შემთხვევა დაფიქსირდა,  მათგან გახსინილია მხოლოდ 3894.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად გასულ წელს 2018 წელთან შედარებით ქურდობის 358 შემთხვევით მეტი მოხდა.

2019 წელს, 2361-ჯერ ქურდებმა ბინაში შეაღწიეს, 3600 ჯერ კი ადგილი ჰქონდა ქურდობას საცავში ან სადგომში შეღწევით.

რაც შეეხება ძარცვას, 12 თვეში  საქართველოში  ძარცვის 372 ფაქტი მოხდა. აქედან მძარცველებმა 18-ჯერ ბინაში, 11 ჯერ კი საცავსა და სადგომში შეაღწიეს.

სტატისტიკის თანახმად,  გასულ წელს ყაჩაღობის 215 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 19 შემთხვევაში გამოძიება ბინაში შეღწევის მუხლით დაიწყო, 15-ში კი სადგომსა და საცავში.

2019 წელს თაღლითობის 1846 ფაქტი დაფიქსირდა,  გამოძალვას კი ადგილი ჰქონდა 113-ჯერ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი