საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განცხადებების შემოტანა დღეიდან უკვე შეუძლიათ. დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დაამტკიცა. სწორედ ამ წესთან დაკავშირებით აქვს მესამე სექტორს შენიშვნები.