საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანელ კოლეგას შეხვდა

16 თებერვალი 2020, 12:25 1584 ნახვა

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანელ კოლეგას შეხვდა. დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიასმა, საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი მიმოიხილეს, ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პრიორიტეტულობას.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში