მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ლატვიელ კოლეგას შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლატვიის მხარის ჩართულობას.