კორონავირუსით  გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

15 თებერვალი 2020, 11:58 1613 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით,  ქვეყანაში, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადეგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 - დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში - კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც. დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში