ასლან ლორთქიფანიძე დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსად დაინიშნა

11 თებერვალი 2020, 20:33 2205 ნახვა

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, როგორც აღმოჩნდა საკუთარი მეგობარი ჯერ მაუწყებლის მრჩევლების შესარჩევად კომისიაში შეიყვანა, ახლა კი კაბინეტის უფროსად დანიშნა. ანუ გამოდის რომ კითხვა - მაშინ  როდის  იყო დავით გაბაიძე რეალურად მიუკერძოებელი - ან მაშინ როგორ იქნებოდა ასლან ლორთქიფანიძე მაუწყებლის მრჩევლების არჩევისას დამოუკიდებელი - აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

ასლან ლორთქიფანიძე გაბაიძესთან ნათესაურ კავშირს უარყოფს, გაბაიძე კი ბრალდებებს რეალობას აცდენილს უწოდებს. რეალობა შემდეგია - „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერმა ჯერ მრჩევლები შეარჩია, ახლა კი საკანონდმებლო ორგანოში გადაინაცვლა. მის მიმართ ნდობა თავიდანვე დაბალი იყო. განსაკუთრებით ოპოზიციაში, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ სქემა გაიშიფრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი