მაღაზიის ვიტრინა გატეხეს და სამკაულები წაიღეს - 7 იანვარს მომხდარი ქურდობის ფაქტი პოლიციამ გახსნა

10 თებერვალი 2020, 10:42 2109 ნახვა

7 იანვარს, გვიან ღამით თბილისში, პეკინის გამზირზე მაღაზია რედბერი გაძარცვის ფაქტი პოლიციამ გახსნა და ეთი პირი დააკავა.  მძარცველებმა მაღაზიის ფასადი ჩაამტვრიეს და ვიტრინებიდან ძვირადღირებული ვერცხლის სამკაულები წაიღეს - საერთო ჯამში 10 780 ლარის ღირებულების. ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულია ერთი პირი, ხოლო სამი იდენტიფიცირებულია.  1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. 

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფოტო: on.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი