''ბათომი'' საბას პრემიის მოლოდინში. წიგნი, ბათუმის ისტორიაზე, საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაზე გამომცემლობა “ბათუმელებმა” წარადგინა. 300-ზე მეტი ნომინანტიდან საბას ჟიურიმ `ბათომი” 6 საუკეთესო გამოცემას შორის შეარჩია. რჩეული კი დღეს გამოვლინდება. საბას დაჯილდოვების ცერემონიას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 21 საათზე პირდაპირ ეთერში გადასცემს. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ `ბათომს” და მის ავტორს, შოთა გუჯაბიძეს, რომელიც ჩვენი არხის თანამშრომელია.