მასტერკლასი ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის

18 სექტემბერი 2016, 00:00 3749 ნახვა

ბათუმის რიგით მეოთხე კლასიკური მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის, მასტერკლასები იმართება. მას მევიოლინეებისათვის მანანა ქანთარია, პიანისტებისათვის კი ელისო ბოლქვაძე და რუსეთიდან მოწვეული პროფესორი ვალერი პიასეცკი ატარებენ. ზუბალაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის დარბაზში მასტერკლასები 20 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი