20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი გაანთავისუფლეს

06 თებერვალი 2020, 17:40 1742 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა

მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებული.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში