ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.
უწყების თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადარჩენილი შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.