იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. bbc ცნობით, გემზე სულ 3700 ადამიანი იმყოფება, მათგან 300-მა ტესტირება უკვე გაიარა. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გემზე გაიზარდოს.
საკრუიზო გემი იაპონიის პორტ "იოკოგამაშია" გაჩერებული. ახალი ვირუსი 10-ვე შემთხვევაში 50-წელს გადაცილებულ პირებს დაუდასტურდათ.
გემზე შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის მამაკაცს ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.