ორი დღე ბათუმში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

05 თებერვალი 2020, 10:08 1745 ნახვა

ხვალ აჭარაში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში +7, +9 გრადუსი იქნება, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, დროგამოშვებით 17-22 მეტრ წამამდე.

6 თებერვალს

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +20 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +18

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +12

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +10

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +14

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -5 დღისით +3

7 თებერვლიდან საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

8 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის როგორც დაბლობ, ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი.

 

ფოტო:Wild Horn

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი