ყველასთვის ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში ვაშინგტონში გეგმავენ ვიზიტს. ფაქტია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ისინი შეეცდებიან სენატორები, მათ მიერ დანახულ სიმართლეში დაარწმუნონ. ექსპერტები და ოცნებიდან გასული დეპუტატები ამბობენ, რომ არავითარი შედეგი არ ექნება ასეთ ვიზიტებს, თუ მას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვა. ნაბიჯი, რომელიც წესით პარტნიორების მიმართ სხვა ტიპის განცხადება, მეხუთე რაუნდის ჩანიშვნა, დათმობა ან პროპორციულზე გადასვლა უნდა ყოფილიყო დღეს ასე გამოიყურება - მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს სენატში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებზე ისაუბრა. თქვა რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ექსპერტი ბათუ ქუთელიაა - ასე ექსპერტები, სენატორები, არასამთარვობო სექტორი და ყველა ერთიანად - „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ გააერთიანა და მანიპულატორები უწოდა - მოკლედ დაახლოებით უკვე გასაგებია როგორი იქნება ამის შემდეგ წერილების ავტორი სენატორების რეაქცია, მაგრამ მანამდე რეაქციები