ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოაზრეებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. შეკრებილებმა საგამოძიებო უწყებასთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებით ბიუსტი მიიტანეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. ზვიად კუპრავას განცხადებით, ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.