საგანგებო მდგომარეობა ავსტრალიის დედაქალაქში - საქართველოს საელჩო განცხადება

01 თებერვალი 2020, 18:04 2267 ნახვა

ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ავსტრალიის დედაქალაქში. -საქართველოს საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, „საელჩო ქ. კანბერაში განაგრძობს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მჭიდრო კონტაქტშია ავსტრალიის ხელისუფლებასთან. საჭიროების შემთხვევაში, ავსტრალიურ მხარესთან კოორდინაციაში, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას,"- ნათქვამია განცხადებაში. ცეცხლმა 35 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა.

ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ ევაკუაცია უკვე დაგვიანებულია და მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებას სთხოვს. დედაქალაქში ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხანძარია. სალიკვიდაციო პროცესს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის ხელს. ქვეყანაში ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვიან. სტიქიას უკვე 33 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი