ევროკავშირი-ბრიტანეთის 47 წლიანი ისტორია დასრულდა

01 თებერვალი 2020, 12:48 1744 ნახვა

ევროკავშირი-ბრიტანეთის 47 წლიანი ისტორია   დასრულდა. Brexit​-ის საკითხზე გამართული რეფერენდუმიდან 188 კვირის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ამიერიდან 11 თვის მანძილზე სახელმწიფო ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ბრიტანეთმა უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

ამასთან დაკავშირებით, ლონდონსა და ბრიუსელში სპეციალური ღონისძიებები მიმდინარეობდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიული დღე მიულოცა და „ეროვნულ აღორძინებას დაპირდა“.

ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმისას, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი