სტამბოლში რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი 16 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ქართველი

01 თებერვალი 2020, 11:08 2521 ნახვა

სტამბოლის პოლიციამ რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი 16 პირი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი სტამბოლში, ერთ-ერთი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერის მკვლელობისთვის ჩავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთის 2, უკრაინის 2, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქე. სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციამ ერთი კალაშნიკოვის იარაღი, 11 პისტოლეტი და უამრავი ტყვია ამოიღო.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი