საგრანტო ხელშეკრულება

17 სექტემბერი 2016, 00:00 3348 ნახვა

ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის დამატებით 7  მილიონი  ევრო გამოიყო.  საგრანტო ხელშეკრულება საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ “კა-ეფ დაბლიუს” შორის გაფორმდა, რომელიც „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II-ის” დაფინანსებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენელმა ქრისტიან შაუბმა მოაწერეს. გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით    ბათუმში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება,  რომელიც ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციას გულიხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი